მოთხოვნის უფლებები

მოთხოვნის უფლებები
გქონდეს მოთხოვნის უფლება გულისხმობს რომ, სხვას ან სხვებს შენს მიმართ შესაბამისი ვალდებულება აქვთ. მოთხოვნის უფლება აუცილებლად მიმართულია ერთი პირისა თუ პირების მიმართ, რომლებიც უფლების მფლობელის მიმართ შესატყვისი ვალდებულებით არიან დაკავშირებული. ,,მოთხოვნის უფლების“ შინაარსი მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მათი განსხვავებისათვის არსებობს საკმაოდ პრაქტიკული დაყოფა ,,პოზიტიურ“ და ,,ნეგატიურ“ მოთხოვნის უფლებებად. პოზიტიური მოთხოვნის უფლებები ეხება გარკვეული საქონელს და მომსახურებას. ეს სახელწოდება იმით აიხსნება, რომ გულისხმობს პოზიტიურ პასუხს შესაბამის ვალდებულების მქონე პირთა მხრიდან. მაგალითად, უფლება იყო დაცული, მიიღო კომპენსაცია ან უფლება მიიღო საკეთილდღეო შეღავათები. ნეგატიური მოთხოვნის უფლებებია: ჩაურევლობის უფლებები და ასე იწოდებიან იმიტომ, რომ მოითხოვენ მხოლოდ გარკვეული მოქმედებისაგან თავის შეკავებას, ანუ, სხვათა მხრიდან ნეგატიურ მოქმედებას. მაგალითად, უფლება არ დაგწამონ ცილი, არ დაგესხან თავს, არ წაგართვან კერძო საკუთრება და ა. შ..
Source: თავისუფლება №2(14)თებერვალი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2003წ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Смотреть что такое "მოთხოვნის უფლებები" в других словарях:

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • იმუნიტეტები — ფლობდე იმუნიტეტს, გულისხმობს არ ექვემდებარებოდე სხვის ძალაუფლებას (უფლებამოსილებას). ჰოუფილდის ანალიზში იმუნიტეტებს შეესაბამებათ უფლებამოსილებები, ისევე როგორც მოთხოვნის უფლებებს – თავისუფლების უფლებები. ფლობდე თავისუფლების უფლებას, ნიშნავს იყო… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო — • 1950 წლის კონვენციით დაარსდა, შედგება იმდენი მოსამართლისაგან, რამდენიც არის მაღალი ხელშემკვრელი მხარე. დღესდღეობით მათი რაოდენობა ორმოცდათხუთმეტია. სამოსამართლო საქმიანობას მოსამართლე ახორციელებს თავისი ინდივიდუალური უფლებამოსილებით და არ… …   Georgian encyclopedia

  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია — • შეიქმნა 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შესაბამისად. ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს ILO, დღეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ ერთი სპეციალიზირებული სააგენტო. მას აქვს საკუთარი წესდება,… …   Georgian encyclopedia

  • დაწყებითი განათლება — ტერმინის სათანადო განმარტების მიზნით, კომიტეტი [ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი] ხელმძღვანელობს მსოფლიო დეკლარაციით განათლება ყველასთვის, რომელიც აცხადებს: „დაწყებითი სასკოლო განათლება არის ოჯახის გარეთ ბავშვებისათვის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»